Friday, October 14, 2011

პროექტის სახელწოდება : ჩემი დედაქალაქი - ჩემი თბილისი… პროექტის მთავარი იდეა :მომავალს ტოლერანტი მოქალაქე პროექტის აქტუალობა : ტოლერანტი მოქალაქის ჩამოყალიბება , კოსმოპოლიტიზმი - ჩვენი ხვალინდელი დღე. პროექტის მიზნები : მოსწავლეებმა უკეთ შეიმეცნონ ჩვენი დედაქალაქის სახე , თავისი მრავალეროვანი მოსახლეობით , სიძველეებით , დაათვალიერონ და შეისწავლონ სხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ხალხთა სალოცავები. მთავარი ერთია - გწამდეს ღმერთი! მოსწავლეთა ასაკი : 12-14 წელი ვადები , ხანგრძლივობა : 1 თვე მოსალოდნელი შედეგები : საკუთარი უბნის , საკუთარი სოფლის , საკუთარი დედაქალაქის , საკუთარი კუთხის , საკუთარი სამშობლოს სიყვარულში ყალიბდება პიროვნება . ასეთ ადამიანს მთელი მსოფლიო , მთელი დედამიწა უყვარს და ასეთი პიროვნება კი მომავალში ყოველთვის მისაღები იქნება მთელი მსოფლიოსთვის. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები : თბილისის რუკა , ლექსიკონი , შესაბამისი ლიტერატურა , კომპიუტერი , ინტერნეტი , კალმები , რვეულები . პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები ) : მოსწავლეები მოიძიებენ ხელმისაწვდომ მასალას , შემეცნებითი ხასიათის ტექსტებს თბილისის ისტორიის შესახებ , დაათვალიერებენ სხვადასხვა სარწმუნოების ხალხთა სალოცავებს , რამ განაპირობა ამ სალოცავების არსებობა ჩვენს დედაქალაქში : სინაგოგა , მეჩეთი , ათეშგა , სომხური ეკლესია , კათოლიკური … დაათვალიერებენ დიდუბის მწერალთა და ასევე მთაწმინდის პანთეონს , სამებას , როგორც ადამიანის ხელით შექმნილ გრანდიოზულ ღვთის სახლს . მოიძიებენ მათი სახელწოდების შესახებ , საინტერესო ისტორიებს , რომლებიც უკავშირდება მათ , დაწერენ და მოამზადებენ საპრეზენტაციოდ და დაურთავენ ფოტოებს . მოიპოვებენ დემოგრაფიულ ცნობებს სხვადასხვა ეროვნების რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში , ისტორიულ ცნობებს ამ ხალხის თბილისში დასახლების შესახებ , გაეცნობიან ამ ხალხების ისტორიას . მოვაწყობთ ექსკურსიას თბილისში . საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ესგ-ისთან კავშირი : ქართული , ისტ-ი , ისტორია , გეოგრაფია . პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ) : ნინო ლონდარიძე ხელმძღვანელის ელ - ფოსტა : ninolondaridze@gmail.com პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი :