Friday, October 14, 2011

პროექტის სახელწოდება : ჩემი დედაქალაქი - ჩემი თბილისი… პროექტის მთავარი იდეა :მომავალს ტოლერანტი მოქალაქე პროექტის აქტუალობა : ტოლერანტი მოქალაქის ჩამოყალიბება , კოსმოპოლიტიზმი - ჩვენი ხვალინდელი დღე. პროექტის მიზნები : მოსწავლეებმა უკეთ შეიმეცნონ ჩვენი დედაქალაქის სახე , თავისი მრავალეროვანი მოსახლეობით , სიძველეებით , დაათვალიერონ და შეისწავლონ სხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ხალხთა სალოცავები. მთავარი ერთია - გწამდეს ღმერთი! მოსწავლეთა ასაკი : 12-14 წელი ვადები , ხანგრძლივობა : 1 თვე მოსალოდნელი შედეგები : საკუთარი უბნის , საკუთარი სოფლის , საკუთარი დედაქალაქის , საკუთარი კუთხის , საკუთარი სამშობლოს სიყვარულში ყალიბდება პიროვნება . ასეთ ადამიანს მთელი მსოფლიო , მთელი დედამიწა უყვარს და ასეთი პიროვნება კი მომავალში ყოველთვის მისაღები იქნება მთელი მსოფლიოსთვის. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები : თბილისის რუკა , ლექსიკონი , შესაბამისი ლიტერატურა , კომპიუტერი , ინტერნეტი , კალმები , რვეულები . პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები ) : მოსწავლეები მოიძიებენ ხელმისაწვდომ მასალას , შემეცნებითი ხასიათის ტექსტებს თბილისის ისტორიის შესახებ , დაათვალიერებენ სხვადასხვა სარწმუნოების ხალხთა სალოცავებს , რამ განაპირობა ამ სალოცავების არსებობა ჩვენს დედაქალაქში : სინაგოგა , მეჩეთი , ათეშგა , სომხური ეკლესია , კათოლიკური … დაათვალიერებენ დიდუბის მწერალთა და ასევე მთაწმინდის პანთეონს , სამებას , როგორც ადამიანის ხელით შექმნილ გრანდიოზულ ღვთის სახლს . მოიძიებენ მათი სახელწოდების შესახებ , საინტერესო ისტორიებს , რომლებიც უკავშირდება მათ , დაწერენ და მოამზადებენ საპრეზენტაციოდ და დაურთავენ ფოტოებს . მოიპოვებენ დემოგრაფიულ ცნობებს სხვადასხვა ეროვნების რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში , ისტორიულ ცნობებს ამ ხალხის თბილისში დასახლების შესახებ , გაეცნობიან ამ ხალხების ისტორიას . მოვაწყობთ ექსკურსიას თბილისში . საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ესგ-ისთან კავშირი : ქართული , ისტ-ი , ისტორია , გეოგრაფია . პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ) : ნინო ლონდარიძე ხელმძღვანელის ელ - ფოსტა : ninolondaridze@gmail.com პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი :

Tuesday, September 13, 2011

სასწავლო პროექტი


1.      პროექტის სახელწოდება : გავახანგრძლივოთ სიცოცხლე დედამიწაზე.
2.      პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეებმა შეისწავლონ გლობალური დათბობის შედეგები და მასთან დაკავშირებული კლიმატური ცვლილებები.
3.      პროექტის აქტუალობა : (ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის მოძიება, დისკუსია). მოსწავლეები შექმნიან ჯგუფს , მოიძიებენ ხელმისაწვდომ მასალას პერიოდული პრესიდან, ტელევიზიიდან , ინტერნეტიდან , შეხვდებიან ადგილობრივ უხუცეს მაცხოვრებლებს, მათგან მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეში გაიზრდება პასუხისმგბლობის გრძნობა , თავდაჯერებულობა,დამოუკიდებლობა,მსჯელობის, გააზრების, თანამშრომლობის უნარი,შეგრძნება იმის, რომ შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური თვალსაზრისით დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად.
5.      მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
6.      ვადები, ხანგრძლივობა : 2 კვირა
7.      მოსალოდნელი შედეგები: გაიზრდება ბუნების სიყვარული ,  გაუჩნდება მისი დაცვის და გაფრთხილების სურვილი. იზრუნებს საკუთარი წვლილი გამოხატოს იმით ,რომ დარგოს და გაახაროს ხეები. ეს ნაბიჯი კი, ხელს შეუწყობს აკეთოს შემდგომში მრავალი საქმე ამ თვალსაზრისით.
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი , კალამი, რვეული, ფურცლები,მარკერები.
9.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–ისთან კავშირი: გეოგრაფია , ქიმია , ქართული , ისტორია, ისტ–ი.
10.  პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო ლონდარიძე
11. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: ninol3920@gmail.com
12. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: